ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით დამატებით ავტობუსი დაინიშნა. რეისი დღეში სამჯერ, დილოს 9-საათიდან, საღამოს 7-ის ნახევარზე შესრულდება. ავტობუსი ადგილობრივი მოსახლეობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების მოთხოვნით დაემატა. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ავტობუსში, მგზავრობის ღირებულება ოფიციალურად 80-თეთრი დაწესდა. როგორც ქობულეთის ტრანსრეგულირების ხელმძღვანელი მერაბ პაპუნაიშვილი ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქობულეთის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად მიიღეს. მუნიციპალური ავტობუსი ყოველ დღე ქობულეთის სადგურიდან გავა და ქობულეთის ავტოსადგურში გააკეთებს პარკირებას.