ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, №12 და №12ა სამარშრუტო ხაზები მოსახლეობას უფასოდ  მოემსახურება

02 მაისი 2022, 10:45 1204 ნახვა

ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს,  ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი №12 და №12ა სამარშრუტო ხაზები მოსახლეობას უფასოდ  მოემსახურება. ინფორმაციას ბათუმის ავტოტრანსპორტი ავრცელებს.

აღნიშნული მარშრუტები მოძრაობს მაიაკოვსკის ქუჩიდან, მახოს ხიდისა და ხელვაჩაურის ცენტრის მიმართულებით. დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

№12 - მაიაკოვსკის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, ტბელ აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზ, ხალვაშის ქ, ხელვაჩაურის ცენტრი.

უკუმიმართულება: ხელვაჩაურის ცენტრი, ხალვაშის ქ, აეროპორტის გზ, ტბელ აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ.

№12ა - მაიაკოვსკის ქ, წერეთლის ქ, ჭავჭავაძის ქ, ტბელ აბუსერიძის ქ, აეროპორტის გზ, ხალვაშის ქ, მახოს ხიდი.

უკუმიმართულება: მახოს ხიდი,ხალვაშის ქ, აეროპორტის გზ, ტბელ აბუსერიძის ქ, ჭავჭავაძის ქ, წერეთლის ქ, მაიაკოვსკის ქ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში