რუსული არმია დიდი დანაკარგებისთვის ემზადება 

01 მაისი 2022, 10:10 660 ნახვა

რუსეთის ჯარის სარდლობა ემზადება ახალი დიდი დანაკარგებისთვის და ამზადებს დამატებით მაცივრებს ცხედრების შესანახად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტმა რუს ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ მეთაურები მათ ატყუებენ და უკრაინაში გარდაუვალი სიკვდილისთვის აგზავნიან. მან რუს ჯარისკაცებს რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე დაიღუპა 23 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 100-ზე მეტი ტანკი, 200-მდე თვითმფრინავი და 2 500-მდე ჯავშანტრანსპორტი.

მისი განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა სამხედრო ტექნიკა და რაკეტები, თუმცა იმდენად დასუსტდა, რომ იძულებულია აღლუმზე სამხედრო ტექნიკის შემცირებული რაოდენობის გამოყვანა დაგეგმოს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი