საკრებულოს სხდომა ქედაში

29 აპრილი 2022, 14:53 1616 ნახვა

ქედის საკრებულოს სხდომაზე  დეპუტატებმა  შვიდი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო დაბა ქედის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შემუშავება, რის საფძველზეც განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის გაცემა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ‘’სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში’’ ჩასატარებელ ღონისძიებებს. ასევე იმსჯელეს „მონაწილეობითი ბიუჯეტის „ საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის განსაზღვრაზე. 

საკრებულოს წევრების  მხარდაჭერით,  სოფელ ორცვისა და ახოს #1 საჯარო სკოლებს  ღვაწლმოსილი პედაგოგების ვახტანგ თურმანიძისა და ნოდარ ნაკაშიძის სახელები მიენიჭება. ცვლილებები შევიდა საშტატო ნუსხებშიც. 

სხდომას  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი