საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფი იწყება

29 აპრილი 2022, 10:07 758 ნახვა

პირველ და ორ მაისს ბათუმის ახალ საკალათბურთო დარბაზში საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის შეხვედრებში „ბათუმი“ „ვერას“ დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი-ოფის ნებისმიერი სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. თუ ბათუმი ორივე საშინაო შეხვედრას მოიგებს, თბილისში მხოლოდ ერთი გამარჯვებაც საკმარისი იქნება, რათა ნახევარფინალში გავიდეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმმა რეგულარული ჩემპიონატი 31 ქულით მეოთხე ადგილზე დაასრულა, ხოლო ვერა 30 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

რეგულარული ჩემპიონატის ურთიერთშეხვედრებში კი ანგარიში ერთი-ერთია. ბათუმისა და ვერას ორივე დაპირისპირება როგორც პირველ, ასევე ორ მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი