ოთარ კიტეიშვილის გოლი და „შტურმის“ მარცხი 

28 ნოემბერი 2025, 09:54 58 ნახვა

ევროპა ლიგის მე-5 ტურში, ათენში ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლი გაუტანა „პანათინაიკოსს“, მაგრამ გრაცის „შტურმი“ მაინც დამარცხდა – 1:2. 34-ე წუთზე, როდესაც ბერძნები 1:0-ს იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა შორიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მან ავსტრიულ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.0 ქულა. კიტეიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს, 74-ე წუთზე კი მასპინძლებმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს.

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-ი კი შინ ნორვეგიულ „ბრანთან“ ქულას დასჯერდა 1:1. საქართველოს ნაკრების მეკარე განაცხადში არ იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში