 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს - ასეთია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პროგნოზი.
„აშკარაა, რომ მომდევნო დღეები და კვირები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ომის დასრულებას ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი - ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, იმედია, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს,“ - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            