ბათუმი პლეი-ოფისთვის მზადაა

27 აპრილი 2022, 14:16 1259 ნახვა

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პლეი ოფში გასული რვა გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. პირველ და ორ მაისს "ბათუმი" ახალ საკალათბურთო დარბაზში "ვერა"-ს უმასპინძლებს.

მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი-ოფის ნებისმიერი სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმი სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეოთხე, ხოლო ვერა 30 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა.

ბათუმმა რეგულარული ჩემპიონატი 11 მოგებითა და ცხრა მარცხით დაასრულა, მის მეტოქეს კი მოგება-წაგება თანაბრად აქვს _ ათ-ათი. სუპერლიგის წლევანდელ გათამაშებაში ბათუმი და ვერა ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ბათუმში მასპინძლებმა 77:63 მოიგეს, თბილისში კი ვერამ 83:74 იმარჯვა.  

„ბათუმი“ მოახლოებული მატჩებისთვის იმედიანადაა განწყობილი და პირველ რიგში გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს. ბათუმისა და ვერას ორივე დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში