დნესტრისპირეთში რუსული ჯარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი - უკრაინის გენშტაბი

26 აპრილი 2022, 22:36 1080 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, არაღიარებულ დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარის ოპერატიული ჯგუფები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი 18:00 საათისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"მოლდოვას რესპუბლიკის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონში რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, ძალოვანი სტრუქტურები გადაყვანილია გაძლიერებულ სამსახურზე“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მედიის ცნობით,

მოლდოვის პრეზიდენტის ბრძანებით კი, დნესტრისპირეთის რეგიონში მომხდარი ინციდენტების გამო, ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება.

"ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სხვადასხვა ძალებს შორის რეგიონის შიგნით არსებობს დაძაბულობა და სიტუაციის დესტაბილიზაციის ინტერესი. ეს კი დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ გამოწვევას და მცდელობას, რომ მოლდოვა ჩათრეული იყოს ისეთ ქმედებებში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას დაემუქრება. კიშინიოვი კვლავ მზადაა, კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს“, - განაცხადა მაია სანდუმ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი