ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

25 აპრილი 2022, 18:57 1064 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია.

ქართველი წყალბურთელების ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი იქნება.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში მეხუთედ იასპარეზებს. პირველად ეს 2014 წელს მოხდა. საუკეთესო შედეგები კი ქართველებმა 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-10 ადგილი დაიკავეს.

წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი სპლიტი 27 აგვისტოდან 10 სექტემბერის ჩათვლით უმასპინძლებს.

უკრანაში ომის დაწყების გამო ტურნირიდან რუსები მოკვეთეს და მათ ნაცვლად კი სლოვენია ითამაშებს.

ამ ზაფხულს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი დიდი ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატი ელოდება.

რუსების დისკვალიფიკაციის გამო ისტორიაში პირველად საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უნგრეთში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატზე მონტენეგრო, უნგრეთი და ბრაზილია იქნებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში