თავდაცვის მინისტრი: ''ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა''

25 აპრილი 2022, 14:38 751 ნახვა

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის  არაგონივრულია  საქართველო შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს. ასე იგი უკრაინის პრეზიდენტს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "არ ესმის, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები".

ბურჭულაძის თქმით, "საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა". მისივე განცხადებით, "არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცევიან უკრაინის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში,  და რომ, ესეც კარგად უნდა გაითავისოს  ზელენსკიმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი