ეუთო უკრაინაში დაკავებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

25 აპრილი 2022, 10:01 583 ნახვა

ეუთო უკრაინაში ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე დაკავებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.  ეუთოს მისიის 4 უკრაინელი თანამშრომელი დააკავეს დონეცკის და ლუგანსკის ოლქების იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკავებული პირები ეჭვმიტანილნი არიან უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის დახურული ინფორმაციის გადაცემაში.

ეუთოს ხელმძღვანელების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მისიის მანდატი შეწყვეტილია, ადმინისტრაციული საქმიანობისას დაკავებული თანამშრომლები სტატუსს ინარჩუნებენ, ხელშეუხებელი არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი