დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
ღამისთევის მსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდა.