მათ ვინც უკრაინაში მიმდინარე ომს თავი დააღწია აღდგომის აღნიშვნა სხვადასხვა ქვეყანაში უწევთ, მათ შორის საქართველოში.
ღებავენ კვერცხებს, აცხობენ პასკებს თუმცა არა იმ სიხარულით როგორითაც დღესასწაულს თავიანთ სამშობლოში ხვდებოდნენ. მათ ახლა ერთი რწმენა აერთიანებთ, დასრულდეს ომი უკრაინაში და თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ.