რუსეთის აგრესიის 59-ე დღე უკრაინაში

23 აპრილი 2022, 15:30 1443 ნახვა

რუსულმა ძალებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რის გამოც ოფიციალურმა პირებმა აღდგომის წინ „კომენდანტის საათი“ დააწესეს, - ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იმოქმედებს.

ომის დაწყების შემდეგ  ბევრი უკრაინელი ლტოლვილად იქცა. უკრაინიდან პოლონეთს თითქმის სამმა მილიონზე ადამიანმა შეაფარა თავი - ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვა ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი