სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო

22 აპრილი 2022, 11:30 1446 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეში, სუნელ-სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა. იგი აგროსერვის ცენტრის ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში ჯამურად 89 ათას 258 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ნაწილი გრანტია, ნაწილი კი თანამონაწილეობა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში თვეში 10 ტონა სანელებელს გადაამუშავებენ.

პროდუქციის რეალიზაცია მოხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზე.  დასაქმებულია 15 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში