აჭარის დასაქმების სააგენტო 4 თვიან კურსს სთავაზობს მათ, ვისაც პროფესიული უნარების შეძენა სურს იმ სფეროში, რომელიც დღეს ბაზარზე მოთხოვნადია.
სწავლება ტურიზმისა და სამშენებლო ორგანიზაციებთან ერთად მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით წარიმართება, რომელიც მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს.
ამჯერად 150 განაცხადიდან 50-ბენეფიციარი შეირჩა შემდეგი სფეროებისთვის: ბართენდერი, სასტუმრო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, ელექტროობა, შედუღება და მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, შენობა ნაგებობების სპეციალისტი.