პირველი ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალშია.
ნახევარფინალურ შეხვედრაში "შავი ლომი'' ესპანურ "იბერიანსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 43:40 დაამარცხა.
"შავი ლომის'' შემადგენლობიდან ორი ლელო მამუკაშვილმა დადო, ხოლო თითო აფციაურმა, შარიქაძემ, ხმალაძემ და ლომიძემ .
ფინალში ქართველი "ლომები“ პორტუგალიურ "ლუსიტანოსს“ შეხვდება.
"ლუსიტანომ" მეორე 1/2 ფინალში თელ-ავივის "ჰითს“ 42:26 სძლია.