ირმა ხეცურიანი სან-პაულუს თასის გამარჯვებულია

17 აპრილი 2022, 14:41 1173 ნახვა

ირმა ხეცურიანის მორიგი ტრიუმფი. ქართველი მოფარიკავე სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ეტლით მოფარიკავემ, 2022 წლის სან-პაულუს ტურნირზე, ხმლით ასპარეზობის ფინალში იტალიელი როსანა პასკულინი 15:7 დაამარცხა. მანამდე კი რაპირით ასპარეზობაში ხეცურიანმა ვერცხლის, დაშნით ასპარეზობაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე ტურნირზე, ნინა თიბილაშვილმა როგორც ხმლით, ასევე დაშნით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. საქართველოს ქალთა ნაკრები ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს. გუნდურ შეჯიბრებაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი