აჭარამ საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 16 მედალი აიღო

16 აპრილი 2022, 19:17 1057 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატზე  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის აჭარამ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ეროვნული პირველობა ტრადიციულად 10 წონით კატეგორიაში გაიმართა.

აჭარის ნაკრებმა საერთო ჯამში ასპარეზობა 16 მედლით დაასრულა.  

აჭარელმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედლი მოიპოვეს.

ოქროს მედლები: რომეო ბერიძე (63კგ), ნიკა ბროლაძე (67კგ),  აჩიკო ბოლქვაძე(82კგ). 

ვერცხლის მედლები:  თორნიკე სოლომონიძე(67 კგ), ვიტალი სოლომინიძე (72კგ), თორნიკე მიქელაძე (77 კგ), იაგო გობაძე (87კგ), ბოლქვაძე ლაშა (97კგ). 

ბრინჯაოს მედლები: ანრი ხოზრევანიძე, თორნიკე ვაშაყმაძე (ორივე 55კგ), ბესო მახარაძე, თორნიკე შაინიძე (ორივე 60 კგ),თორნიკე სოლომონიძე (63კგ), ანრი თავართქილაძე (67 კგ), ნიკა პაქსაძე  (72კგ). ანრი დავითაძე (77კგ) .

საქართველოს ჩემპიონატის 10 წონითი კატეგირიის ფინალიდან 8-ში აჭარის ნაკრების ერთი წევრი მაინც მონაწილეობდა. 

67 კგ. წონით კატეგორიაში კი აჭარელმა მოჭიდავეებმა სამივე სინჯის მედლის აღება შეძლეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი