რუსულმა არმიამ უკრაინაში 1 900-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა

16 აპრილი 2022, 18:03 1169 ნახვა

კიდევ ერთი საერთო სასაფლაო აღმოაჩინეს სუმში, ამ დროისთვის 50-მდე ცხედრის ექსჰუმაცია მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, აქაც, ისევე როგორც ბუჩასა და ბოროდიანკაში, გარდაცვლილებს ხელები აქვთ შეკრული და შუბლის არეში ნატყვიარი აღენიშნებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბევრი ადამიანი დაკარგულად  ითვლება და ვარაუდობენ, რომ ისინი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლისიჩანსკის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას. მარიუპოლში მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები ჩანს.

ხერსონიდან 58 ობოლი ბავშვის ევაკუაცია სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვები ეკლესიის სარდაფში იმალებიან.

ამასთან ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ინფორმაციას ავრცელებს, მათი თქმით, ოკუპანტები სამხრეთის მიმართულებით შეტევებს განაახლებენ.  ქართველი ლეგიონერი კახა ბასილია  ამბობს,  რომ   რუსეთი კიევის აღებას ეცდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი