საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა წყალტუბოს "სამგურალის“ მცველი დავით მაისაშვილი 3 მატჩიანი დისკვალიფილაციით დასაჯა.
''კომიტეტის გადაწყვეტილებით, ''სამგურალსა'' და ბათუმის ''დინამოს'' თამაშის მიმდინარეობისას ''სამგურალის'' მცველმა დავით მაისაშვილმა განზრახ ტრავმა მიაყენა ბათუმელ ფეხბურთელებს, ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს.
მატჩის ვიდეო ჩანაწერის განხილვის შემდეგ საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტს. ინციდენტის განხილვის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მაისაშვილს ჯარიმის სახით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა''. - წერია ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე.
მაისაშვილმა ჯერ მამუჩაშვილს მიაყენა დაზიანება და ფეხბურთელი 27-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო შემდეგ 51-ე წუთზე ჩაბრაძე წესების უხეში დარღვევით შეაჩერა და ''დინამოს'' მცველი მოედნიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გაიყვანა.