ბრინჯაოს მედლები საქართველოს ჩემპიონატზე

13 აპრილი 2022, 10:37 893 ნახვა

ფოთში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კრივში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის ნაკრები ტურნირზე 11 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, თუმცა მედლის მოპოვება მხოლოდ ორმა შეძლო. გელა აბაშიძის სახელობის სკოლის მოსწავლემ თამაზ ხარაზმა და ბათუმის კრივის აკადემიის მოსწავლემ ნიკიტა ბარამიძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

სპორტსმენები უკვე მომავალი ტურნირებისთვის ემზადებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი