უკრაინის რადას თავმჯდომარე ქართველ კოლეგას შალვა პაპუაშვილს მოწვევის საპასუხო წერილის გამო აკრიტიკებს.
რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უკრაინის რადას თავმჯდომარემ პაპუაშვილს შეახსენა, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით საქართველომ 2008 წელს შეძლო რუსული ავიაიერიშების მოგერიება.
შეგახსენებთ, რომ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის რადას მოწვევა, რომ ჩასულიყო ბუჩაში და საკუთარი თვალით ენახა რუსული აგრესია არასათანადოდ მიიჩნია.
საკითხზე შეფასებები გაკეთდა საქართველოს პარლამენტში.
ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს თავად ჩავიდეს ბუჩაში.