რომის პაპი, ფრანცისკე მხარეებს სააღდგომო ზავისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისი თქმით სააღდგომო ზავი მოლაპარაკებებს და მშვიდობას გამოიწვევს. „არა გადაიარაღებისთვის და ბრძოლის განახლებისთვის, არამედ რეალური ზავი მოლაპარაკებების გზით მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა მან ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ღვთისმსახურებისას.
რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო უკრაინაში ომი და რუსეთს აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა.