ხერსონში დაძაბულობაა - ოკუპანტებმა მომიტინგეებს ტყვიები დაუშინეს

10 აპრილი 2022, 19:02 1464 ნახვა

ხერსონის ოლქში ისევ დაძაბული ვითარებაა. ქალაქში ასობით მოქალაქე გამოვიდა იმ პროვოკაციის გასაპროტესტებლად, რომელიც დღეს დილიდან რუსმა აგრესორებმა მოაწყეს.

კერძოდ, რუსებმა ოკუპირებული ყირიმიდან რუსი მოქალაქეები ჩაიყვანეს, რომლებიც პრორუსული აქციის მოწყობას ცდილობდნენ, ამას კი ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.

საოკუპაციო ძალებმა მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ ტყვიები დაუშინეს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა ნოვაია კახოვკაშიც. ერთკაციანი პერფორმანსი გაიმართა მოსკოვში კრემლთან - აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს. 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში