ე.წ. სამხრეთ ოსეთი ხვალიდან ერთი დღით დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ მარიონეტული რეჟიმის უშიშროების კომიტეტი იუწყება. „ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით,”საზღვრის” გამარტივებულ მონაკვეთზე მოქალაქეთა გატარება შეწყდება“, - ნათქვამია თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.