ავიაიერიში კრამატორსკის სადგურზე - დაიღუპულთა რაოდენობა იზრდება

08 აპრილი 2022, 18:02 1082 ნახვა

რაკეტა წარწერით „ბავშვებისთვის“. დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში,  რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალებმა  სარაკეტო დარტყმები  განახორციელეს. იერიშის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი და დაიღუპა 39 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.  კრამატორსკის მერის განცხადებით, სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, რაკეტის ნატეხები დარტყმის ეპიცენტრიდან 40 მეტრშიც ნახეს, რაც მის მაღალ სიმძლავრეზე მიუთითებს.  კრამატორსკის ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ომის დანაშაულებს ითვალისწინებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი კრამატორსკის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმას ტვიტერზე გამოეხმაურნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ფინეთის მთავრობას მიმართა. მან სიტყვა კრამატორსკში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო. უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს. „კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება, 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ ვითომდა განხორციელებული „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ პროვოკაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - წერს თავდაცვის სამინისტრო და ამატებს, რომ 8 აპრილს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები დაგეგმილიც არ ჰქონია და არც განუხორციელებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი