მაშინ, როცა უკრაინის მოქალაქეები სამშვიდობოს ცდილობენ გასვლას, ოკუპანტები მათ ესვრიან. ამჯერად ისროლეს რაკეტა, რომელზეც ეწერა ''ბავშვებისთვის''. ავიაიერიშის შედეგად, კრამატორკში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 39 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
აფეთქების დროს რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით, ომის კანონების დარღვევის მუხლით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა ბოლო 24 საათში საოკუპაციო რეჟიმის აგრესიას. დაიჭრა 9 არასრულწლოვანი. გოგონას ცხედარი იპოვეს ბუჩაში საერთო საფლავში, მეორე ბავშვი კი, რომელიც რუსებმა დაცხრილეს, ნავით გაქცევას ცდილობდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. რუსული ძალები ოდესის ოლქს შავი ზღვიდან უტევენ.