მოსკოვი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერებას უკანონოს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანი გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს დასჯაა, რომელიც დამოუკიდებელ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს.
რუსეთს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 93 ხმით შეჩერდა. რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
გაეროს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რუსეთის მიერ ბუჩაში მოწყობილი სასაკლაო გახდა. გაეროდან რუსეთის გარიცხვაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა საქართველოში.