ბათუმელი კარატისტის წარმატება

06 აპრილი 2022, 10:02 652 ნახვა

პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე გავიდა. ტურნირში 23 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის ნაკრებიდან ეროვნული გუნდის ღირსებას ოთხი სპორტსმენი იცავდა, თუმცა კვარცხლბეკზე ასვლა მხოლოდ მინდია მგელაძემ მოახერხა.

65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მინდიამ ოთხი ბრძოლა ჩაატარა, ნახევარფინალში მან ევროპის ჩემპიონი, პოლონელი კარატისტი დაამარცხა. ფინალში კი თანაბარი ბრძოლა გაუმართა ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, საქართველოს ნაკრების წევრს ანდრეი ზინჩენკოს, თუმცა დამატებით დროში მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება ზინჩენკოს მიენიჭა.

დღეს აჭარის ნაკრები ბათუმში დაბრუნდა და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბერში ისევ პოლონეთში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი