17-24 აპრილს ისლანდია ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც მეორე დივიზიონის B ჯგუფის ნაკრებებს შორის გაიმართება.
ჩემპიონობისთვის მასპინძელი ისლანდიის გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, მექსიკის, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდები იასპარეზებენ.
საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები ამჟამად ბათუმში იმყოფება, სადაც ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ისლანდიაში გაემგზავრება.
ნაკრების წევრთა უმრავლესობა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან არიან, თუმცა არიან ლეგიონერებიც, რომლებიც ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ლიგებში თამაშობენ.
გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ისლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდება და მეორე დივიზიონის A ჯგუფში აღზევებას შეძლებს.