ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რუსეთსა და ბელარუსს პროექტების დაფინანსებას უწყვეტს

04 აპრილი 2022, 14:25 940 ნახვა

ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღო.

საბჭოს განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის წვდომა ბანკის რესურსებზე დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ აღნიშნულ ქვეყანაში ბანკის მხრიდან არ მოხდება ახალი პროექტების დაფინანსება ან ახალი ტექნიკური თანამშრომლობა.

საბჭოს განმარტებით, ბანკი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეაჩერებს ან შეწყვეტს უკვე არსებული პროექტების დაფინანსებას.

მათივე განცხადებით, ბანკი კონცენტრირებულია 2 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის გამოყოფაზე უკრაინის და ლტოლვილთა კრიზისით დაზარალებული რეგიონის სხვა ქვეყნების მდგრადობისა და საარსებო საშუალებებით უზურნველყოფაზე.

EBRD-მა უკვე გამოაცხადა, რომ ის მოსკოვსა და მინსკში საკუთარი წარმომადგენლობების დახურვის პროცესში იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი