საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

04 აპრილი 2022, 12:06 666 ნახვა

დავით ზალკალიანი საგარეო უწყებას აღარ უხელმძღვანელებს. საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. უკვე ყოფილი მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად ინიშნება.

რაც შეეხება საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს.

პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი დანიშნა, რომელსაც უკვე აქვს დიპლომატიური გამოცდილება, ის პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

რას უკავშირდება ეს ცვლილება - საგანგებო ბრიფინგზე განმარტებები არ გაკეთებულა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი