საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

03 აპრილი 2022, 15:48 1457 ნახვა

პოლონეთის ქალაქ ტარნოვში კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

კონტინენტის პირველობაზე  22 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოს ნაკრები 12 კარატისტი ასპარეზობდა.

საქართველოს ნაკრებმა გასული წლის ისტორიული შედეგის გამეორება შეძლო და  3-ოქროს, 1-ვერცხლის და 1-ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-65კგ. წონით  კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. 

ანდრეი ზინჩენკომ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეხუთედ მოიპოვა, ხოლო მინდია მგელაძე კი დიდებში ვერცხლის მედალოსანი პირველად გახდა.

მეორე ოქროს მედალი საქართველოს -75კგ.ში  ლაშა ოზბეთელაშვილმა მოუტანა.

+95 კგ. წონით კატეგორიაში  ლაშა ყამარაული კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

მესამე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ქალთა კატეგორიაში მოიპოვა.

პირველმა ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ქალმა კარატისტმა, თეონა გაზდელიანმა გასულ წელს მოპოვებული ჩემპიონის  ტიტული დაიცვა და ისევ კვარცხლბეგის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.

საერთო პირად-გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, კონტინენტის მთავარ შეჯიბრებაზე, ლიტვის შემდეგ, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. 

ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება უკრაინელ მეგობრებს მიუძვნეს ,რომლებიც უკრაინაში ომის გამო ევროპის ჩემპიონტზე ვერ გამოვიდნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი