ჰუმანიტარული დერეფნების საკითხთან დაკავშირებით, უკრაინა განაგრძობს რუსეთთან საუბარს.
დღეს ცხელი წერტილებიდან უსაფრთხო ადგილებში მოქალაქეების გადასაყვანად 3 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა. მათ შორის დაგეგმილია მოქალაქეების ევაკუაცია ქალაქ მარიუპოლიდან, სადაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშუკის განცხადებით, გუშინ ოკუპანტებმა რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მოიპარეს, რაც შეთანხმების პირობების უხეში დარღვევაა.