ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ვერ შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში სომხეთის ტერიტორიის გავლით გადაყვანას. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს.
"აშკარაა, რომ სომხეთი, რომელმაც ორი წლის წინ მთიან ყარაბაღში დაქირავებული ტერორისტების ჩართვა განიცადა, არასდროს შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით", - წერს ფაშინიანი.
11 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვას აპირებდა.