 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქ კიევში იმყოფება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რობერტა მეცოლამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით : "კიევისკენ მიმავალ გზაზე". მანამდე, El Espanol-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა.
მეცოლასთან დაახლოებულმა პირებმა ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, მაგრამ დეტალებზე საუბრისგან "მისი უსაფრთხოების მიზნით" თავი შეიკავეს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            