რუსეთის საგარეო უწყება: სანქციები უპასუხოდ არ დარჩება

01 აპრილი 2022, 10:49 618 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნიკოლაი კობრინეცის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „უპასუხისმგებლო“ სანქციები უპასუხოდ არ დარჩება. მისი თქმით, სანქციები თავად ბლოკის ინტერესებში არ შედის.

„ევროკავშირის ქვეყნებში, ალბათ, გააცნობიერებენ, რომ დაპირისპირება მათ ინტერესებში არ შედის. ბრიუსელის უპასუხისმგებლო სანქციები უკვე უარყოფითად მოქმედებს რიგითი ევროპელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მზად არიან ისინი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადონ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებისთვის, ევროპის თანამშრომლობისა და სტაბილურობის რეგიონიდან კონფლიქტის ზონად გარდაქმნისთვის? მე ასე არ ვფიქრობ“, - განაცხადა ნიკოლაი კობრინეცმა გამოცემა RIA Novosty-სთან საუბარში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი