დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიევთან მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი.
„შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად, რუსეთის ძალები აგრძელებენ პოზიციების დაკავებას კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით. მომდევნო დღეებში, ქალაქის გარეუბნებში სავარაუდოდ მძიმე ბრძოლები გაიმართება“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
მათივე ცნობით, რუსეთის განცხადების მიუხედავად, ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობის შემცირებასთან დაკავშირებით, კვლავ გრძელდება ძლიერი დაბომბვები და სარაკეტო დარტყმები.