ბათუმელი კარატისტების წარმატება

30 მარტი 2022, 10:46 605 ნახვა

სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში დასრულდა კარატეს 42-ე საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 30 ქვეყნის ორიათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის ნაკრები შეჯიბრზე ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ორმა ოქროს მედალი მოიპოვა. 14-15 წლის მოზარდთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლუკა შანთაძე გახდა, პარასპორტსმენთა შეჯიბრში კი პირველობა არავის დაუთმო ჯონი თოფურიამ, რომლის მიერ შესრულებული კატა მსაჯებმა საუკეთესოდ აღიარეს.

შეჯიბრებაზე დასახელდნენ ტურნირის საუკეთესო ხუთეულისა და ათეულის სპორტსმენები.

ხუთეულში მოხვდნენ ნიკა გოგუაძე და საბა სურმანიძე, საუკეთესო ათეულში მოხვდა გიორგი მიქაძე.

აჭარის ნაკრები ტურნირისთვის გოჩა სურმანიძემ მოამზადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი