უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულდა და ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
"ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი. მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა ძირითადი ყურადღებისა და ძალისხმევის ფოკუსირება მოხდეს მთავარი მიზნის მიღწევაზე - დონბასის განთავისუფლებაზე"-განაცხადა შოიგუმ.
შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ნატო-ს მიერ უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შემთხვევაში.