ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 6 მოსწავლეა ჩარიცხული.
მოზარდები სწავლას ჩაქვის #1 და ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლის რუსულ სექტორში გააგრძელებენ.
ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეები განათლების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
მათთვის სასკოლო სახელმძღვანელოებს სკოლები უზრუნველყოფენ.