ხულო ბათუმის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა და 10 ლარი გახდა. ეს ტარიფი დაბა ხულოს ცენტრიდან ბათუმამდეა, მაღალი ზონის სოფლებიდან კი გაცილებით მეტია.
მძღოლები მგზავრობის გაძვირებას საწვავის ფასების მომატებას უკავშირებენ.
შპს ხულოს ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ მძღოლები ფაქტობრივად ზარალზე მუშაობენ, შემცირდა მგზავრთა რაოდენობა და გაიზარდა ტექნიკური ხარჯები.
თავად მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ასე გაგრძელდება, სამსახურის დატოვებაც კი მოუხდეთ, ვინაიდან შემოსავალი ხარჯებს აჭარბებს.