ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ომის დანაშაულები" უკრაინაში

25 მარტი 2022, 10:09 786 ნახვა

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ომის დანაშაულები" უკრაინაში.

„ომის დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპულმა საბჭომ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

საბჭომ მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილებამდე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის სწრაფად აამოქმედოს შემდგომი კოორდინირებული და „მყარი“ სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ.

საბჭომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ სანქციებს და გააფრთხილა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლის, ან რუსეთისთვის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა შეწყდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი