აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში

24 მარტი 2022, 10:07 547 ნახვა

უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპელი მოკავშირეების, ნატოს წევრებისა და „დიდი შვიდეულის“ ერთიანობის გასამყარებლად ამერიკის პრეზიდენტმა ევროპული ვიზიტი დაიწყო.

ჯო ბაიდენი უკვე ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

ბაიდენი ასევე მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში და ევროკავშირის სამიტში. პარასკევს ის გაემგზავრება ვარშავაში და შეხვდება პრეზიდენტ ანჯეი დუდასაც.

მხარეები უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს განიხილავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში