უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესი

22 მარტი 2022, 14:38 833 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი  მებრძოლების  ცხედრები ლვოვშია დასვენებული და სავარაუდოდ უახლოეს საათებში ვარშავაში გადაასვენებენ. გადმოსვენების პროცედურებს უკრაინაში ადმინისტრაციული უწყებების შეფერხებული მუშაობაც აჭიანურებს.

უკრაინაში მყოფი ქართველი  მებრძოლების ინფორმაციით, დღის ბოლომდე უნდა მოხერხდეს ვარშავაში ცხედრების გადასვენება, რის შემდეგაც პროცედურები გამარტივდება.

უცნობია როდის გადმოასვენებენ საქართველოში დავით რატიანის და გია ბერუაშვილის ცხედრებს.

რაც შეეხება მესამე დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის გამოყვანა მარიუპოლიდან ისევ ვერ ხერხდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი