უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის - პოდოლიაკი

22 მარტი 2022, 12:49 749 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს შორის კონტაქტი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში დათმობებზე არ მიდის. ამის შესახებ პოდოლიაკმა „ბიბისისთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვირტუალური მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს. ბევრი სადავო საკითხია, რადგან პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების ფუნდამენტური გარანტიების შესახებ, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასპექტები. ონლაინრეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებებში ბევრი საკონსულტაციო ჯგუფია ჩართული“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების სტრუქტურა რთულია.  მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ორივე მხარის პოლიტიკური მრჩევლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი