ომის 26-ე დღე - ზელენსკიმ მოლაპარაკების წარუმატებელი მცდელობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებად შეაფასა

21 მარტი 2022, 19:37 1049 ნახვა

ომის 26-ე მორიგი მძიმე დღე და უშედეგოდ დასრულებული კიდევ ერთი მოლაპარაკება.ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის დეტალები არ დაკონკრეტდა, თუმცა პუტინის პრესსპიკერმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი წინსვლა ამ ეტაპზე არ არის და დაპირისპირებული პრეზიდენტებს ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი. ზელენსკიმ კი მანამდე მოლაპარაკების წარუმატებელი მცდელობა მესამე მსოფლიო ომის დაწყებად შეაფასა. დღეს, ოკუპანტებმა მიტინგზე გასულ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, ავიაიერიში მიიტანეს კიევში პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრზე. რუსეთის სასამართლომ ქვეყანაში „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ „ექსტრემიზმის“ მოტივით აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. სერვისების მფლობელი კომპანია "მეტას" ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში