იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინიშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა.
მე-15 მაეგაშირას წოდების ქართველი მე-14 მაეგაშირა კოტოოშოს დაუპირისპირდა ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.
მეტოქემ ლევანის რამდენიმე შეტევა მოიგერია, თუმცა საბოლოოდ მაინც დოჰიოზე აღმოჩნდა.
9 დღის თავზე ტოჩინოშის 6 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. ქართველს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება.
მე-10 საშეჯიბრო დღეს ლევანის მეტოქე კაისეი იქნება, რომელსაც ურთიერშეხვედრებში 14:12 უგებს.